×

UG-LIMES

ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამები

დიდი ხანია აღარავინ დაობს, რომ მსოფლიო კლასის ინოვაციური პროდუქტის შესაქმნელად საჭიროა მაღალი დონის საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე ტექნოლოგები და ინჟინრები. ასეთი კადრების მოსამზადებლად აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი სასწავლო გარემო და პროგრამები. ამ მიზნით იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის აკადემიამ დაიწყო სქართველოში სრულიად ინოვაციური და ახალი სასწავლო პროგრამების შექმნა და განხორციელება. აკადემიაში ჩამოყალიბდა გარემო, სადაც მოსწავლეები, სტუდენტები და დამწყები სპეციალისტები დაეუფლებიან გამოყენებითი მეცნიერებების, ელექტრონიკისა და ელექტრული ინჟინერის, ზოგადი ფიზიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური სიახლეების ასათვისებლად საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. ეს ცოდნა აუცილებელია თვითგანვითარებისა და ახალი პერსპექტივებისაკენ მიმავალ გზაზე.

იუჯი-ლიმესის რობოტექნიკის აკადემია გთავაზობთ შემდეგ სასწავლო პროგრამებს: აღმოაჩინე STEAM-სამყარო 1-2 კლასი, შეიმეცნე რობოტიკა 3-4 კლასი, რობოტიკა-ელექტრონიკა 5-6 კლასის, შეიმეცნე ელექტრონიკა 7-12 კლასის, შეიმეცნე ფიზიკა 8-10 კლასის, შეიმეცნე პროგრამირება 5-9 კლასის მოსწავლეებისთვის. ასევე „ელექტრონიკა და პროგრამირება“ სტუდენტებისთვის და დამწყები სპეციალისტებისთვის. სასწავლო პროგრამების დაძლევა არ მოითხოვს რაიმე სახის სპეციალიზირებულ ცოდნას. იგი განკუთვნილია დამწყებთათვის, რომელთაც სურთ ამ სფეროში საბაზისო ცოდნის დაუფლება. აკადემიის გუნდი არ წყვეტს განვითარებას და მუშაობს სხვა უნიკალურ, სასწავლო პროგრამებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.