×

კომპანია უიჯი-ლიმეს რობოტექნიკის აკადემია

შექმენი შენი ხელით

კომპანია იუჯი-ლიმეს რობოტექნიკის აკადემიის დაარსების ისტორია იწყება 2013 წლიდან, როცა ახალგაზრდა სტუდენტებმა გადაწყვიტეს შეექმნათ გარემო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინოვაციური პროდუქტის/სერვისის განვითარება და შეექმნათ ელექტრონიკის, ელექტრული ინჟინერიის, რობოტიკის, ახალი გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების სფეროში. იმისათვის რომ შეიქმნას მსოფლიო კლასის ინოვაციური პროდუქტი, საჭიროა მაღალი დონის საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე ტექნოლოგები და ინჟინრები. ამისათვის კომპანიის გუნდმა დაიწყო სკოლის მოსწავლეებისთვის და სრულიად საქართველოსთვის ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს ფორმირებას, სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან პროგრამირები, რობოტიკის, ელექტრონიკისა და ელექტრული ინჟინერის ათვისებისათვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას. ამ მიზნისკენ მიმავალ გაზაზე ჩამოყალიბდა ძლიერი ურთიერთთანამშრომლობა საქართველოს უნივერისტეტთან, რამაც კიდევ უფრო გაამყარა კომპანიის პოზიციები საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით. კომპანია მიზნად ისახავს მოსწავლეებს, სტუდენტებს და ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ პირს შეაყვაროს ეს დარგი და გაუღვივოს მზარდი ინტერესი მომავალი წარმატებული საქმიანობის წამოსაწყებად.

შექმნა რაიმე შენი ხელით ყოველთვის იწვევს დიდ სიხარულს და ბედნიერებას, მაგრამ იპოვო გზა რომ შექმნა, არ არის მარტივი. ჩვენ ვიპოვეთ ეს გზა და ახლა გვინდა დავეხმაროთ სხვას ამ გზის პოვნაში. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ჩვენ, ყველამ ერთად შევქმნათ მსოფლიო დონის ქართული ინოვაციური პროდუქტი.