×

მეცნიერებისა და ინოვაციების კვირეული

პირველად საქართველოსა და კავკასიაში

კომპანია ლიმესი დაარსდა 2013 წელს. კომპანიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ინოვაციური პროდუქტის/სერვისის განვითარება და შექმნა. ელექტრონიკის, ელექტრული ინჯინერიის, ახალი გამოგონებებისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარება და დანერგვა მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯია და სხვა მსგავსი ალტერნატივა არ არსებობს.

თუმცა, იმისათვის რომ შეიქმნას მსოფლიო კლასის ინოვაციური პროდუქტი საჭიროა მაღალი დონის საინჟინრო-კვლევითი უნარების მქონე ტექნოლოგები და ინჟინრები. ამისათვის კომპანიის გუნდმა დაიწყო სკოლის მოსწავლეებისთვის და სრულიად საქართველოსთვის ინოვაციური სასწავლო პროგრამების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს ისეთი გარემოს შექმნას სადაც ახალგაზრდები დაეუფლებიან ელექტრონიკისა და ელექტრული ინჟინერის ათვისებისათვის საჭირო პრაქტიკულ და თეორიულ ცოდნას, რათა შემდგომში მათ გზა გაეხსნათ თვითგანვითარებისა და ახალი პერსპექტივებისაკენ. ეს პროგრამები ასევე მიზნად ისახავენ მოსწავლეებს შეაყვარონ ეს დარგი და გაუღვივონ მის მიმართ მზარდი ინტერესი.