×

ელექტრონიკა და პროგრამირება

VII-XII კლასი

იიუჯი-ლიმესის რობოტიკის აკადემია გთავაზობთ უნიკალურ და ინოვაციურ სასწავლო პროგრამას – „ელექტრონიკა და პროგრამირება“, რომელიც დამოუკიდებელია სასკოლო სასწავლო პროგრამისგან, ამიტომ იგი განკუთვნილია ნებისმიერი სკოლის, 7-12 კლასის მოსწავლისათვის , განურჩევლად აკადემიური მოსწრებისა და საბასიზო ცოდნის.

პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებს შეაყვაროს ფიზიკა, ელექტრონიკა, მათემატიკა, ინფორმატიკა, რობოტექნიკა და გაუღვივოს მათ მიმართ მზარდი ინტერესი. მოსწავლეები ნაწილდებიან ჯგუფებში, სადაც აქვთ შესაძლებლობა ჩამოაყალიბონ და განავითარონ თავიანთი პროექტები და იდეები. სწორედ, ასეთი გზით იქმნებოდა პირველი კომპიუტერები და უმსხვილესი ტექნოლოგიური კორპორაციები, რომლებიც ქმნიან თანამედროვე რეალობას.

კურსი მოიცავს ანალოგური და ციფრული ელექტრონიკის საფუძვლებს, მიკროკონტროლერების პროგრამირების საწყისებსა და ზოგადი ფიზიკის მნიშვნელოვან ნაწილს. აღნიშნული პროგრამა განკუთვნილია სკოლის მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისათვის.

თითოეული გაკვეთილი გამოირჩევა ინდივიდუალური მიდგომით და დაყოფილია თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებად, რომელთაც განსახილველი თემიდან გამომდინარე ეთმობა საგაკვეთილო დროის განსხვავებული ხანგრძლივობა. სწავლის პროცესში მოსწავლეები იყენებენ სპეციალურად შექმნილ სახელმძღვანელოებს და სასწავლო მასალებს. თანამედროვე ტენოლოგიებით აღჭურვილი გარემო და ინტერაქტიული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის მკვლევარი/გამომგონებელი და დაინტერესებულია ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესის თითოეულ კომპონენტში. 

ყოველი მოსწავლე აკადემიის მიერ უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით.

აკადემიაში საგაკვეთილო პროცესი მიმდინარეობს შემდეგი გრაფიკით:

სწავლის ყოველთვიური საფასური სამუშაო დღეებში: 60 ლარი 

  • ოთხშაბათი - 16:30-18:00 სთ
  • ხუთშაბათი - 16:30-18:00 სთ
  • პარასკევი - 16:30-18:00 სთ

სწავლის ყოველთვიური საფასური შაბათი/კვირა: 80 ლარი

  • შაბათი/კვირა - 10:00-11:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 12:00-13:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 14:00-15:30 სთ
  • შაბათი/კვირა - 16:00-17:30 სთ

აკადემიაში მოსახვედრად აუცილებელია გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დაგიკავშირდებათ აკადემიის წარმომადგენელი.

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (+995) 599 86 86 87; (+995) 591 88 66 33;