×

ელექტრონიკა-პროგრამირება 18-35 წელი

18-35 წელი

სასწავლო პროგრამა გათვლილია 18-35 წლის სტუდენტებისთვისა და დამწყები სპეციალისტებისთვის, რომელთაც სურთ დაეუფლონ ცოდნას ელექტრონიკასა და მიკროკონტროლერების დაპროგრამებაში. პროგრამა იწყება ელექტრონიკის საფუძვლებისა და სრულდება მიკროკონტროლერის პროგრამირების შესწავლით.

სასწავლო პროგრამა ისეა შედგენილი რომ მისი კურსდამთავრებული მარტივად შეძლებს ელექტრულ წრედებში, კომპონენტებისა და  ნებისმიერი მისთვის საჭირო მიკროკონტროლერში გარკვევასა და მის პროგრამირებას.

სასწავლო პროგრამა ორი მოდულისგან შედგება:
  • პირველი მოდულის განმავლობაში სტუდენტები დაუფლებიან თეორიულ და პრაქტიკულ ცონდას ელექტრული წრედების, გამზომი ხელსაწყოებისა და ელექტრული კომპონენტების მიმართულებით.
  • მეორე მოდულის განმავლობაში სტუდენტები ისწავლიან AVR და ARM-ის ტიპის მიკროკონტროლერის დაპროგრამებას. შეიძენენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ავტომატიზაციის სისტემების შექმნის მიმართულებით.
  • მესამე მოდული გულისხმობს პლატის დიზაინის შესაქმნელად საჭირო უნარჩვევების ჩამოყალიბებას, პლატის დიზაინის (PCB) შექმნას და კურსის ბოლოს კონკრეტული პროექტის შექმნას/პროტოტიპირებას.

ყოველი სტუდენტი აკადემიის მიერ უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ინვენტარითა და სასწავლო მასალით.

სასწავლო პროგრამა აგებულია ისე რომ, იგი სტუდენტს აძლევს უნივერსალურ საფუძველს შემდგომი თვითგანვითარებისა და თვითსწავლების მიმართულებით;

თითოეული მოდულის ხანგრძლივობა არის 3 თვე; კვირის განმავლობაში 2 ლექცია; სამუშაო გრაფიკი: 19:00-21:00 სთ

მოდულის ღირებულებაა 750 ლარი; (მოქმედებს ეტაპობრივი გადახდა)